განცხადება ! პუფები ჯი - ს ადმინისტრაცია გთხოვთ ბეწვის, ჯინსის , ხავერდის ქსოვილის პუფების შეძენამდე დაგვიკავშირდით !

როგორ შევარჩიოთ სწორად პუფი

                              

თანამედროვე სახლი ძნელად წარმოსადგენია პუფების გარეშე, პუფები თანამედროვე, მობილური ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალია. მოკლე დროში ისინი არა მარტო ბინების, არამედ საჯარო სივრცეების განუყოფელი ნაწილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინოვაციური ავეჯი საუკეთესო დროს შეიქმნა, ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანები შეცდომებს უშვებენ პუფის არჩევისას, Bean Bag Gallery - ს ექსპერტები გვირჩევენ , თუ როგორ ავირჩიოთ სწორად პუფი და  როგორ მივაღწიოთ საუკეთესო ფასის - ხარისხის თანაფარდობას.

                         

შეინიშნება, რომ ადამიანები პუფებს არა ცოდნით, არამედ ემოციებით ირჩევენ, ჩვენ გთავაზობთ 6 პუნქტს, რაც წარმოდგენას შეგიცვლით, იმაზე თუ რა არის ნამდვილად ხარისხიანი პუფი, პუფის სწორი დანიშნულება, ჩიხოლი, სარჩული, შიგთავსი, ელვა, ნაკერი, თითოეულ მათგანს განვიხილავთ ქვემოთ.

     1. სახლის და ვერანდის პუფები                                                                                                                                                                     პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, სახლის რომელ ზონაში ვათავსებთ პუფს, სახლში თუ ვერანდაზე, რადგან აუცილებლად განსხვავებული ქსოვილებისგან იქნება დამზადებული. სახლისთვის შეგვიძლია ავარჩიოთ ტილოს, ტყავის შემცვლელის, ბეწვის, ბარხატის პუფები, ხოლო თუ პუფს ვდებთ გარეთ, ის აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული  ე.წ ოქსფორდის ან ტყავის შემცვლელისგან რათა ადვილად გაუძლოს წვიმას, ქარს და მზეს. მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ პუფს აქვს თუ არა სარჩული, იმიტომ რომ, არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი აზიანებს პუფის ჩიხოლს, თუ მას სარჩული არ აქვს, შიგთავსი გადმოიყრება გარეთ.  ამიტომ უნდა ავირჩიოთ პუფი, რომელიც აღჭურვილია სარჩულით, ხოლო გარეკანი მარტივად იხსნება და ირეცხება.                                                                                  

                         

      2. პუფის ტიპი

პუფის ზომის დაფორმის შერჩევას ხშირად ცხარე დისკუსიამდე მივყავართ, სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, ფორმა უნდა შეირჩეს მოთხოვნილებების შესაბამისად. თუ პუფების ტარება მოგვიწევს სხვადასხვა ადგილას, უმჯობესი იქნება არჩევანი გავაკეთოთ ( Play , Game და Roll 85 ) -ზე. რადგან ისინი ძალიან კომფორტულია და დამატებული აქვს ხელის მოსაკიდი, რაც მარტივს ხდის მის გადაადგილებას. ყველაზე პოპულარული პუფი არის  ე.წ Seat და Lounge რაც უფრო შესაფერისია ოფისებისთვის, ასევე მოდელები Razz, Moog.  საუკეთესო ვარიანტია ბეწვის პუფები. რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით შემოდგომასა და ზამთარში სარგებლობენ.

                             

        3. პუფის ხარისხი

პუფის ვიზუალის ყურებაში და იმ ფიქრებში კარგად გამოიყურება ის თუ არა, ხშირად გვავიწყდება იმის შემოწმება, თუ როგორი ხარისხის ქსოვილისგან არის  დამზადებული. პუფები ხშირად დამზადებული არის, ოქსფორდისგან, ტილოსგან, ბეწვისგან ან ტყავის შემცვლელისგან, ტყავის შემცვლელი უმეტესად გამოიყენება იმ მომხმარებლისთვის, ვისაც სახლში ცხოველი ჰყავს, რადგან ადვილია მისი გასუფთავება ცხოველის ბეწვისგან, და ნაკლებად ზიანდება. რაც შეეხება სარჩულს. ის აუცილებლად მყარი ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული, რათა არ მოხდეს პოლიესტირის გრანულების გარეთ გადმოყრა, როდესაც გარე ჩიხოლის გარეცხვას გადავწყვეტთ.


                       

       4. ფუნქციონალურობა

მეოთხე ასპექტი არის ფუნქცია. გარეთ, ეზოში, ტერასაზე ან ტბის სანაპიროზე, უმჯობესია აირჩიოთ პუფები რომლებზეც კომფორტულად დასხდებით მოსასვენებლად ან დასალევად. პუფი არის ინოვაციური გზა, რათა თავიდან ავიცილოთ ძალიან ბევრი ავეჯი ერთ სივრცეში..ბეწვის პუფები უმჯობესია გამოვიყენოთ შენობაში მოხმარებისთვის, რათა არ დასველდეს და არ დაზიანდეს. ისინი შეგიძლიათ განათავსოთ სახლის ნებისმიერ კუთხეში, რადგან მათი გადაადგილება ძალიან მარტივია.


                           

           5. შიგთავსი

მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, რითი არის პუფი შევსებული, ეს არის პოლიესტირის გრანულები თუ სინტიფონი, რადგან თუ პუფში მოთავსებულია სინტიფონი, რაც ძირითადად საბავშვო მოდელებში გამოიყენება, იქიდან გამომდინარე, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია პუფი შიგთავსთან ერთად გავრეცხოთ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პუფში პოლიესტირის გრანულებია. საჭიროა სარჩული ამოვიღოთ და ჩიხოლი ისე გაირეცხოს. რეკომენდირებულია შიგთავსის ყოველ 7 თვეში ერთხელ შეცვლა. 

                                                                           

           6. ნაკერი და ელვა

მნიშვნელოვანია, პუფის შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ ნაკერს, რამდენად მყარია ის, რათა არ მოხდეს მისი ადვილად გახევა და შიგთავსის გადმოყრა. მნიშვნელოვანია პუფს გარედან ჰქონდეს მეორე ნაკერი ე.წ ( გასაფორმებელი ნაკერი) რაც ხელს მის სიმყარეს უწყობს და თავიდან აგვაცილებს პუფის ადვილად გახევას.  ელვა, აუცილებელია მოთავსებული იყოს ქსოვილის შიგნით, რათა არ გაიხსნას ადვილად, ასევე არ მოხდეს იმ ზედაპირის დაზიანება, რომელზეც პუფი იქნება განთავსებული. 

                    

ეს ექვსი რჩევა, საშუალებას გაძლევთ, მთლიანად შეცვალოთ ოთახის ინტერიერი და მაქსიმალურად დაზოგოთ ფული. მაღალი ხარისხის პუფი იმის გარანტია რომ მას რამდენიმე წელი თავისუფლად გამოიყენებთ, პუფები განსხვავებით სხვა ავეჯისა ყოველთვის მოდურია.