როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი



                 



ბავშვები ჯერ კიდევ ზრდის და მუდმივ მოძრაობის პროცესში არიან, ასე რომ, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისას აუცილებელია კარგად შევისწავლოთ და დავფიქრდეთ  თუ რა სახის ავეჯი გამოვიყენოთ მათ ოთახში. ფსიქოლოგთა აზრით, ოთახის ინტერიერი გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების, ინტერესებისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ამიტომ, პატარების საძინებელში ავეჯის არჩევისას მშობლები არა მარტო ბედნიერებას ანიჭებენ , არამედ ჰარმონიულ სივრცესაც უქმნიან მათ.

                 

ბავშვების ოთახში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უსაფრთხო,  ადვილად გამოსაცვლელი და გადასაადგილებელი ავეჯია, რადგან ისინი მხატვრებივით არიან, ყოველ წელს სჭირდებათ ცვლილებები. ასე რომ, უნივერსალური გარემო უფრო საინტერესოა მათთვის, .  პორტატული და ფუნქციონალური ავეჯი იდეალური გადაწყვეტილებაა საბავშვო ოთახისთვის.

                 

ასეთი ავეჯის მაგალითია პუფი, რომელშიც განთავსებულია პოლიესტირის გრანულები. ის  ადაპტირებულია ადამიანის სხეულზე. პუფი  მოსწონთ ბავშვებსაც და მოზარდებსაც, იმიტომ რომ,  ის  შეუძლიათ ადვილად გადაადგილონ სახლის ნებისმიერ წერტილში, მასზე დამატებული სახელურის მეშვეობით. ჩვენ ვცდილობთ საბავშვო პუფებში გამოვიყენოთ ნათელი ფერები, რაც მეტ დადებით ემოციას იწვევს და  იქმნება სათამაშო, გასართობი გარემო.


                                                                             

პუფს კიდევ ერთი დადებითი მხარე გააჩნია,  მას არ აქვს ბასრი კუთხეები, რაც თავიდან აგვარიდებს პატარების დაზიანებას. ბავშვები პუფს ხშირად იყენებენ მაგიდასთან თამაშისას, მულტფილმების ყურებისას და ხატვისას. ჩვენ ვქმნით სხვადასხვა ფორმის პუფებს, Bean Bag Gallery გთავაზობთ რამოდენიმე მოდელს, საიდანაც შეძლებთ სასურველის არჩევას, ესენია: მსხლის ფორმის პუფები ( Play და Game ) ან სავარძლის ფორმის პუფს  ( Roll 85 , Razz , Armchair Junior ) ასევე ( Lazy Bag Junior, Rabbit Junior, Mini ) 


                                                                            

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პატარებს შეუძლიათ ძალიან მარტივად განთავისუფლდნენ იმ ფერებისგან, რომელიც მათ მობეზრდებათ და შეცვალონ ის. ბავშვებს შეუძლით აარჩიონ ახალი ჩიხოლი, ხოლო შიგთავსს იგივეს გამოიყენებენ. ამით  უკვე შეცვლილია ოთახის ინტერიერიც.