როგორ შევარჩიო პუფი ოფისისთვის

მოტივაციის ამაღლება : პუფების ძალა 


              

ჩვენი ცხოვრების ნახევარზე მეტს ვატარებთ სამსახურში, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, ის ფაქტი, რომ თითოეული თანამშრომელი ოცნებობს ისეთ ოფისზე, სადაც კომფორტულად დაჯდება და დაისვენებს, დაკავდება შემოქმედებით, ეს ყველაფერი ხელს უწყობს კარგი გუნდის ჩამოყალიბებას.       


             

დღესდღეობით, კომპანიები მუდმივად ეძებენ გზებს, თუ როგორ შექმნან ეფექტური სამუშაო გარემო, ასევე სტრესი ხდება ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი, კომპანიები ბევრს შრომობენ ამ ყველაფრის შესამცირებლად. ბუნებრივია, რადგან თანამშრომელთა მოტივაცია და პროდუქტიულობა  კომპანიის წარმატებისა და მოგების მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ კომპანიები ეძებენ გზებს, რათა გააუმჯობესონ პირობები მათი მნიშვნელოვანი რესურსისთვის, ანუ თანამშრომლებისთვის. ამდენად, კომპანიის მიზანია, შექმნას არაფორმალური სახლის ატმოსფერო მუშაობისთვის. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ პუფები, ტელევიზორები და ფლოსტები თანამედროვე ოფისებში. მოტივაცია ხელს უწყობს სხვა საქმიანობებს, როგორიცაა მაგიდის ფეხბურთი, Xbox, ისრები, სკუტერები და ასე შემდეგ. 

               

ლაუნჯ ზონები ოფისებში მზარდი ტენდენციაა, ისინი თანამშრომლებს უბიძგებენ შემოქმედებით აზროვნებისკენ, დასვენებისკენ, დროს ატარებენ არაფორმალურ გარემოში და კომფორტულად გრძნობენ თავს. არაფორმალური სამუშაო გარემო ხელს უწყობს ჯგუფების გაერთიანებას, რომლებიც მოგვიანებით აისახება პროექტების წარმატებით შესრულებაში. ლაუნჯ ზონები ემსახურებიან სამუშაო შეხვედრების, ბრეინსტორმინგის, არაფორმალური კომპანიის მოვლენებისა და სამუშაო დღის განმავლობაში მშვიდ დასვენებას. 

                                                                            

ლაუნჯის შექმნისას, კომპანიები ტრადიციული ავეჯის ნაცვლად პუფების არჩევას ამჯობინებენ. პუფი მსუბუქი და პორტატულია, მისი გადაადგილება ნებისმიერ ადგილას ძალიან მარტივია. შეგვიძლია შევიტანოთ საკონფერენციო, შეხვედრების ოთახში ან სამზარეულოში.


                                                                         

გამოკითხვებით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ,  ლაუნჯ ზონებში ყველაზე მეტ ინვესტიციას დებს IT და სარეკლამო კომპანია. სწორედ ამიტომ Bean Bag Gallery- მ  გადაწყვიტა კომპანიებს შესთავაზოს ბრენდირებული პუფები, ნებისმიერ კომპანიას საშუალებას აძლევს, თავისი ლოგო დაიტანოს პუფზე. რაც მეტად კრეატიულია და უფრო მეტად ჯდება კორპორატიულ გარემოში.

                            

როგორ უნდა მოვახდინოთ თანამშრომლების მოტივაცია  და მათი პროდუქტიულობის გაზრდა?  ცხოვრების სწრაფი ტემპისა და მზარდი დატვირთვის გამო, შესვენებები აუცილებელია . სწორედ ამიტომ ლაუნჯი  შესანიშნავი გზაა, იმისთვის, რომ თანამშრომლები მეტად პროდუქტიულები და კმაყოფილები იყვნენ.